30.08.2016 / 10:48
შრიფტის ზომა:

ბარაკ ობამაზე თავდასხმა მზადდებოდა

ბარაკ ობამაზე თავდასხმა მზადდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასაჩუსეტსში მცხოვრები ჯოზეფ გარგიულო დააკავა. Fox News-ის ინფორმაციით გამოძიების ეროვნულმა ბიურომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული სახლში ცივ იარაღს აგროვებდა და ასაფეთქებელ მოწყობილობას აკეთებდა. ჯოზეფ გარგიულო პრეზიდენტზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებდა.

"გარგიულო აკეთებდა განცხადებას, რომლის თანახმადაც მას ბარაკ ობამაზე თავდასხმის განხორციელებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება სურდა, განსაკუთრებით ხელსაყრელად კი იმ დროს ასახელებდა, როდესაც პრეზიდენტი გოლფის მოედანზე იქნებოდა"- ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

ჯოზეფ გარგიულო მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა, რის შემდეგაც, სასამართლომ მას ნებისმიერი სახის იარაღის შენახვა-ტარება აუკრძალა.