იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა | Allnews.Ge

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დღეს გამთენიისას, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით, ამატრიჩეში დაფიქსირდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოფლებიდანაც.

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

ქალაქის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგად ამატრიჩე სერიოზულად დაზარალდა - მოწყვეტილია საავტომობილო გზები, ხოლო მეწყრის შედეგად ხიდის ჩამონგრევის საშიშროებაც არსებობს.

მიწისძვრის შედეგად იტალიის ერთ-ერთი ქალაქი თითქმის განადგურდა

როგორც სერხიო პეროზიმ აღნიშნა, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი.

მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.

myquiz