გერმანიის მთავრობა მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

გერმანიის მთავრობა მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდებს

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიის მთავრობა აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს. ამის შესახებ BBC წერს.

"მოსახლეობა ვალდებული იქნება შექმნას საკვებისა და წყლის ინდივიდუალური მარაგი შეტევის შემთხვევაში", - ნათქვამია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ "სამოქალაქო თავდაცვის კონცეფციაში".

შს სამინისტროს სპიკერის განცხადებით, გეგმა ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული და მინისტრი მაიზიერი მას იმავე დღეს წარუდგენს მოსახლეობას.

გეგმის მიხედვით, მოსახლეობა ვალდებული იქნება სულ მცირე ხუთი დღის მარაგი მოამზადოს.

69 გვერდიანი გეგმა არ საუბრობს პირდაპირ ტერიტორიულ თავდასხმაზე, თუმცა მასში ნათქვამია, რომ "მოსახლეობა შესაბამისად უნდა მოემზადოს ისეთი საფრთხისათვის, რომელსაც შეუძლია ჩვენს არსებობას დაემუქროს და რომელიც კატეგორიულად ვერ გამოირიცხება მომავალში".

myquiz