შვედეთში M&M’s აკრძალეს | Allnews.Ge

შვედეთში M&M’s აკრძალეს

შვედეთში საერთაშორისო კონცერნ Mars-ის პოპულარული შოკოლადის კანფეტების, M& M’s-ის გაყიდვა აიკრძალა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ფერადი კანფეტები ძალიან ჰგავს შვედური კომპანია Marabou-ს მიერ, 1950-იან წლებში გამოგონილ დრაჟეს სახელწოდებით M. შოკოლადის კანფეტები M შვედეთში 1950-იანი წლებიდან იყიდება.

აღსანიშნავია, რომ M-ის კანფეტები ამერიკულ Mars-თან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. თუმცა, ჯერ კიდევ 1940-იანი წლების ბოლოს, Mars-ი საკუთარ ბრენდ M& M’s-ის განვითარებაზე მუშაობდა - ყველგან, შვედეთის გარდა.

კომპანიები შეთანხმდნენ, რომ 1998 წლამდე Mars-ი შვედეთში M& M’s-ს არ გაყიდიდა. ამასთან, Mondelez-ში დარწმუნებულები იყვნენ, რომ Mars-ი შვედურ ბაზარზე შესვლას შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგაც არ გაბედავდა, რადგან კანფეტების შეფუთვა და სიმბოლო m ორივე შემთხვევაში თითქმის, იდენტური იყო.

 ყველაფერი კი სხვაგვარად მოხდა, 2010 წელს, Mars-ი შვედეთში გამოჩნდა. ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი, რომლის დროსაც ორივე მხარე ოპონენტისთვის სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლების წართმევას ითხოვდა.

Mars-ი ამტკიცებდა, რომ Mondelez-ს m-ის გამოყენების უფლება არ აქვს, რადგან კომპანია Mars-ი M& M’s-ს 1941 წლიდან უშვებს და საკუთარ ბრენდს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. Mondelez-ში კი ირწმუნებიან, რომ შვედური ბაზრისთვის ახალი, უცხო ბრენდი უკანონოდ იყენებს შვედეთში უკვე კარგად ცნობილ სავაჭრო ნიშანს.

სასამართლოს პირველმა ინსტანციამ Mars-ის მხარე დაიჭირა და Mondelez-ის პრეტენზიები დაუსაბუთებულად ცნო, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ Mars-ი უკანონოდ იყენებს შვედეთში პოპულარული კანფეტების სავაჭრო ნიშანს და ვალდებულია დარღვევები აღმოფხვრას.

წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ყოველი თვის სანაცვლოდ, Mars-ს 270 ათას ევროს გადაიხდა მოუწევს.

myquiz