გერმანიაში მეხის დაცემის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
დასავლეთ გერმანიაში მეხის დაცემის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რვა მძიმედ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულები როკმუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდნენ, როდესაც ელვა დაიწყო.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით ღამის 00:30 საათზე მოხდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო რამდენიმე დღეა ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ძლიერი წყალდიდობაა. სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.