ნაურუში მონობა ოფიციალურად აკრძალეს | Allnews.Ge

ნაურუში მონობა ოფიციალურად აკრძალეს

ნაურუს კუნძულოვან სახელმწიფოში, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, მონობა ოფიციალურად აკრძალეს.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ნაურუს ხელისუფლებამ ასევე დანაშაულებრივი ქმედებების სიიდან ამოიღო ჰომოსექსუალური ურთიერთობა და თვითმკვლელობის მცდელობა.

თვითმკვლელობის მცდელობა ნაურუში დანაშაულებრივი ქმედება მას შემდეგ გახდა, რაც კუნძულზე მცხოვრებმა რამდენიმე ლტოლვილმა სუიციდი სცადა.

როგორც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები იტყობინებიან, ავსტრალიიდან ნაურუში ჩასული ლტოლვილების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც "ბიბისი" წერს, XIX საუკუნის შემდეგ ეს არის პირველი მასშტაბური რეფორმა ნაურუს კუნძულოვან სახელმწიფოში.

myquiz