აშშ-მ ახალი იარაღი გამოსცადა | Allnews.Ge

აშშ-მ ახალი იარაღი გამოსცადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი იარაღი გამოსცადა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ელექტრომაგნიტური ქვემეხი ვაშინგტონს ბალტიისპირა ქვეყნების რუსეთის აგრესიისგან დაცვაში დაეხმარება.

"ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ელექტრომაგნიტური ქვემეხი სასარგებლო გახდება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკას ბალტიის ქვეყნების დაცვა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მოწინააღმდეგეთა მხარდაჭერა მოუწევს", -აღნიშნული განცხადება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რობერტ უორკმა გააკეთა.

უორკის განმარტებით, არ შეიძლება იმ ფაქტის უგულვებელყოფა, რომ რუსეთს შორი მანძილის რაკეტები აქვს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ამერიკამ რუსეთის სამხედრო აღჭურვილობას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, ახალ იარაღს კი მსგავსი პოტენციალი აქვს.

ნატოს ვარშავის სამიტამდე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ძალების მასშტაბური წვრთნები გაიმართება.

ნატოს განმარტებით, აღნიშნულ წვრთნებს ცალსახა თავდაცვითი ხასიათი აქვს.

myquiz