გადაუხდის თუ არა შვეიცარია თითოეულ ზრდასრულს თვეში დაახლოებით 2 500 დოლარს | Allnews.Ge

გადაუხდის თუ არა შვეიცარია თითოეულ ზრდასრულს თვეში დაახლოებით 2 500 დოლარს

შვეიცარიაში ყოველ ზრდასრულს თვეში, შესაძლოა, დაახლოებით 2 500 დოლარის ოდენობის გარანტირებული შემოსავალი ჰქონდეს. ამ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმი 5 ივნისს ჩატარდება. თუ საყოველთაო გამოკითხვის შედეგად მოსახლეობა მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, მაშინ შესაძლოა, იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2500 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ თვეში, შემოსავალი გაეზარდოთ. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ, მათ სახელმწიფო თვეში აღნიშნული ოდენობის თანხას სრულად გადასცემს.

ეს თანხა არ დაიბეგრება და მას ყველა ზრდასრული მიიღებს, თუმცა, იგი ჩაანაცვლებს სოციალურ და სხვა სახის დახმარებებს.

ინიციატივას შვეიცარიის მთავრობა ეწინააღმდეგება, მათი განცხადებით, ქვეყანას წელიწადში 25 მილიარდი შვეიცარული ფრანკი დასჭირდება იმისათვის, რომ გაისტუმროს მოსახლეობის ანაზღაურება. ხოლო უნივერსალური შემოსავლის მომხრეები აცხადებენ, რომ შვეიცარია მდიდარი ქვეყანაა და მას შეუძლია ამ თანხებით მოსახლეობის უზრუნველყოფა.

მომზადებულია "სიენენის" მიხედვით

myquiz