თვითმფრინავის ბორტზე ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი ძარცვა მოხდა | Allnews.Ge

თვითმფრინავის ბორტზე ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი ძარცვა მოხდა

დუბაის ავიაკომპანია Emirates-ის თვითმფრინავის ბორტზე ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი ძარცვა მოხდა.

როგორც ცნობილი გახდა, ფრენის დროს თურქმა ბიზნესმენმა 200 ათასი აშშ დოლარი, ასევე ძვირფასი საათები - Rolex-ი და Patek Philippe დაკარგა.

გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, მძარცველმა ბიზნესმენის კუთვნილი ნივთები მისი ხელბარგიდან ამოიღო.

პოლიციამ მომხდარი დანაშაულის გამოძიება უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ფრენის დროს განხორციელებული ძარცვის ფაქტებმა თითქმის ორჯერ იმატა.

გასულ წელს ჰონკონგის ავიარეისებზე 67 ძარცვის ფაქტი მოხდა, ზარალმა კი 622 000-ზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა.

 

მომზადებულია nat-geo-ს მიხედვით

 

საუკუნის ძარცვა - როგორც გაქურდეს "მოხუცმა ყაჩაღებმა" ლონდონის საიუველირო საცავი

myquiz