თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო 30 მგზავრი დაშავდა | Allnews.Ge

თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო 30 მგზავრი დაშავდა

30 ადამიანი დაშავდა Etihad Airways-ის კუთვნილი თვითმფრინავით მგზავრობისას, მაშინ როდესაც საფრენი აპარატი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.

ამის შესახებ ავიაკომპანიაზე დაყრდნობით, "ბიბისი" იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ლაინერი აბუ დაბიდან ინდონეზიაში მიმეგზავრებოდა. ჯაკარტამდე 45 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც თვითმფრინავი მოულოდნელ და ღრმა ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა.

ლაინერი საბოლოოდ მშვიდობიანად დაეშვა აეროპორტში, თუმცა, 10 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენ დაშავებულს კი პირველადი დახმარება აეროპორტის ექიმებმა გაუწიეს.

ინციდენტმა მგზავრების პანიკა გამოიწვია. შესაბამისი ვიდეომასალა მოგვიანებით ინტერნეტით გავრცელდა.

myquiz