კანადაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა | Allnews.Ge

კანადაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ალბერტას პროვინციის ქალაქ ფორტ მაკმერეიდან მთლიანი მოსახლეობის - 88 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ცეცხლი მომდევნო 24 საათის განმავლობაში სავარაუდოდ მთელს ქალაქს გაანადგურებს.

ხანძარი, რომელიც კვირას გაჩნდა, სწრაფად ვრცელდება. განადგურებულია ქალაქის1600 დაწესებულება. დამწვარია 3000-მდე ჰექტარი მიწის ფართობი.

ჯერჯერობით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მეხანძრეები და სამაშველო ვერტმფრენები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

კანადის ერთ-ერთ ქალაქში გაჩენილი ხანძარი 24 საათის განმავლობაში სავარაუდოდ მთელს ქალაქს გაანადგურებს

myquiz