იტალიაში, შიმშილის დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტების მოპარვა დანაშაულად აღარ ჩაითვლება | Allnews.Ge

იტალიაში, შიმშილის დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტების მოპარვა დანაშაულად აღარ ჩაითვლება

საკვები პროდუქტების მოპარვა შიმშილის დასაკმაყოფილებლად არ ითვლება დანაშაულად. ასეთი დადგენილება იტალიის უმაღლესმა საკასაციო სასამართლომ უმუშევარი უკრაინელის, რომან ოსტრიაკოვის საქმის განხილვის შედეგად მიიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

2011 წელს, ოსტრიაკოვმა 4 ევროს ღირებულების ორი ნაჭერი ყველი და ერთი შეკვრა სოსისი მოიპარა. ამის გამო მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 100 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მიუსაჯეს.

"არ უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, რომელიც გაჭირვების გამო, შიმშილის დასაკმაყოფილებლად, მცირე რაოდენობის საკვებს მოიპარავს", - აღნიშნულია სასამართლოს დადგენილებაში.

იტალიურმა მედიამ მოსამართლეთა გადაწყვეტილებას "სწორი და მისაღები" უწოდა. Corriere Della Sera-ს ჟურნალისტი წერს, რომ იტალიაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი ყოველდღიურად 600 ადამიანით მატულობს, რაც კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

"სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეახსენებს ყველას, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში ყველაზე ცუდი ადამიანებიც კი არ უნდა შიმშილობდნენ" - წერს გაზეთი La Stampa.

მანამდე "ოსტრიაკოვის საქმე" იტალიის სამი ინსტანციის სასამართლომ განიხილა, თუმცა, უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

 

 

myquiz