ჩრდილოეთ კორეაში ქორწინებისა და დაკრძალვის ცერემონიის გამართვა აიკრძალა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში ქორწინებისა და დაკრძალვის ცერემონიის გამართვა აიკრძალა

ჩრდილოეთ კორეაში, პარტიის ყრილობამდე, რომელიც 6 მაისს გაიმართება,  ქორწინებისა და დაკრძალვის ცერემონიის გამართვა აკრძალეს.

"ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ეს ქმედება, ყრილობის უნაკლოდ და უსაფრთხოდ ჩასატარებლად არის მიმართული" - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული სააგენტო yonhapnews.co.kr ავრცელებს.

ამასთან, ყრილობის დასრულებამდე აიკრძალა ფხენიანში შესვლა და მისი დატოვება. რაც შეეხება ტანისამოსს, კაბების სიგრძეს, ფეხსმაცმლის ფორმასა და ადგილობრივების თმის ვარცხნილობას ახალგაზრდა ადამიანების რაზმები გააკონტროლებენ.

myquiz