ესპანეთში მუშებმა ათასობით ბრინჯაოს მონეტა იპოვეს | Allnews.Ge

ესპანეთში მუშებმა ათასობით ბრინჯაოს მონეტა იპოვეს

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, წყალგაყვანილობის მილების შეკეთების დროს, მუშებმა განძი იპოვეს.

რამდენიმე ათასი ბრინჯაოს მონეტა, ძველი რომის პერიოდს მიეკუთვნება და მათი საერთო წონა 600 კილოგრამს უდრის.

განძი სევილიის მახლობლად, ჭურჭელში იყო გადანახული.

როგორც ცნობილია, მონეტების ერთ ნაწილზე იმპერატორი მაქსიმიანია გამოსახული, ხოლო მეორეზე - იმპერატორი კონსტანტინე, რომელიც რომს 16 საუკუნის წინ მართავდა.

არქეოლოგების აზრით, მონეტები მეომრებისთვის ან სახელმწიფო მოღვაწეებისთვის გადასახდელად იყო განკუთვნილი.

 

მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით

 

ბრიტანელმა მამაკაცმა საკუთარ ეზოში 14 საუკუნის წინანდელი შენობის ნანგრევები აღმოაჩინა

myquiz