პრინცესა შარლოტა 1 წლის გახდა | Allnews.Ge

პრინცესა შარლოტა 1 წლის გახდა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა, ერთი წლის იუბილეს აღსანიშნად, პრინცესა შარლოტას ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტოები კენსინგტონის სასახლეში, პრინც უილიამისა და მისი მეუღლის, ქეითის რეზიდენციაშია გადაღებული. ფოტოების ავტორი თავად ქეით მიდლტონია.

შეგახსენებთ, რომ კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილი 2 მაისს შეეძინათ, სამეფო წყვილმა გოგონას შარლოტა-ელიზაბეტ-დაიანა დაარქვა.

შარლოტას გარდა, ქეითსა და უილიამს კიდევ ერთი შვილი ჰყავთ.

სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჯორჯი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა.

იგი 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა.

როგორ უმასპინძლა 2 წლის პრინცმა აშშ-ის პრეზიდენტს

 

 

myquiz