ბელგიის მოსახლეობას რადიაციისგან თავის დასაცავად აბებს დაურიგებენ | Allnews.Ge

ბელგიის მოსახლეობას რადიაციისგან თავის დასაცავად აბებს დაურიგებენ

ბელგიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის მოსახეობას იოდის მაღალი შემცველობის მქონე აბები დაურიგოს, რომელიც რადიაციისგან თავის დასაცავად არის საჭირო.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის მეგი დე ბლოკის განცხადებით, აქამდე, აბების პროფილაქტიკური გავრცელების ზონა ატომური ელექტრო სადგურიდან 20 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდებოდა. ამჟამად, მანძილი 100 კილომეტრამდეა გაზრდილი.

ატომური ელექტრო სადგურის მდებარეობის გათვალისწინებით, პოტენციურად სახიფათო ზონაში  ქვეყნის მთელი მოსახლეობა აღმოჩნდა.

წინასწარი ვარაუდებით, უსაფროების ეს ზომა, ძალაში მომავალი წლიდან შევა.

ბელგიის მთავრობამ, გადაწყვეტილება იაპონური ელექტროსადგურის, ფუკუშიმას გარშემო მიმდინარე  განხილვის დროს მიიღო, სადაც 2011 წელს მიწისძვრის შემდეგ ავარია მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიაში სულ შვიდი ატომური რეაქტორი მუშაობს.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით.

myquiz