ლატვიაში მუსლიმანებს ბურქას ტარება აეკრძალებათ | Allnews.Ge

ლატვიაში მუსლიმანებს ბურქას ტარება აეკრძალებათ

ლატვია ქალებს მუსლიმანების თავსაბურავის - ბურქას ტარებას აუკრძალავს. ამის შესახებ "ინდიფენდენთი" წერს.

მთავრობის განცხადებით, ახალი რეგულაცია აუცილებელია ლატვიური კულტურის დაცვისა და ტერორისტების ქმედებების პრევენციის მიზნით. კანონის მიხედვით, მუსლიმან ქალებს ბურქას (რომელიც მთელ სახეს ფარავს) ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აეკრძალებათ.

როგორც იმედოვნებენ, კანონი ძალაში 2017 წლისთვის უნდა შევიდეს.

მსგავსი გადაწყვეტილება საფრანგეთში 2011 წელს უკვე მიიღეს. ამასთან, როგორც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, იგეგმება უნივერსიტეტებში ყველა სახის მუსლიმანური თავსაბურავით სიარულის აკრძალვა.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმანური თავსაბურავის რამდენიმე სახეობა არსებობს, მათ შორის არის თავსაბურავი, რომელიც მთელ სახეს ფარავს და თავსაბურავი, რომელიც მხოლოდ თავის და კისრის მიდამოებს ფარავს.

myquiz