25.03.2016 / 16:51
შრიფტის ზომა:

ვახშამი კლინტონთან და ჯორჯ კლუნისთან ერთად 353,4 ათას დოლარად

თუ გსურთ 15 აპრილს ჰილარი კლინტონთან და ჯორჯ კლუნისთან ერთად ივახშმოთ, მაშინ 353,4 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოთ.

სწორედ ეს თანხაა დაწესებული იმ კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანიც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მის წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერაა.

საღამო გაიმართება სან-ფრანცისკოში, სადაც ღონისძიებას ჯორჯ კლუნის მეუღლე, ამალ კლუნიც დაესწრება.

16 აპრილს კი, ჰილარი კლინტონი და კლუნების ოჯახი კიდევ ერთ ვახშამს გამართავენ, რომელიც ლოს-ანჯელესში, ჯორჯ კლუნის სახლში გაიმართება. ცნობილ მსახიობთან ერთ მაგიდაზე ჯდომის საფასური 33,4 ათასი აშშ დოლარია.

ორივე ღონისძიება ტარდება კლინტონის გამარჯვების ფონდისთვის თანხების შეგროვების კამპანიის ფარგლებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატია.