ავსტრალიაში 16 წლის გოგონა ტერორისტების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი | Allnews.Ge

ავსტრალიაში 16 წლის გოგონა ტერორისტების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი

ავსტრალიაში 16 წლის სკოლის მოსწავლე გოგონა ტერორისტების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი. ტელეკომპანია "ეიბისის" ცნობით, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გოგონას სირიაში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი ავსტრალიელისთვის ათასობით დოლარის გადარიცხვაში სდებენ ბრალს. თანხის გაგზავნისთვის მან ჭესტერნ Uნიონ-ი გამოიყენა. გოგონა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, გუშინ, 20 წლის ბიჭთან, მილად ატაისთან ერთად დააკავეს. ისინი ერთ-ერთ პარკში აიყვანა პოლიციამ, მაშინ როდესაც მსჯელობდნენ თუ როგორ გაეგზავნათ ფული ტერორისტებისთვის სირიაში.

აღსანიშნავია, რომ მილად ატაი 2014 წლის სექტემბერში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის დროსაც დააკავეს.

myquiz