ბრიუსელის ტერაქტებზე განცხადების გაკეთებისას ფედერიკა მოგერინიმ ცრემლები ვერ შეიკავა | Allnews.Ge

ბრიუსელის ტერაქტებზე განცხადების გაკეთებისას ფედერიკა მოგერინიმ ცრემლები ვერ შეიკავა

ბრიუსელში დღეს მომხდარ აფეთქებებზე საუბრისას ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ემოციები ვერ შეიკავა. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება

ფედერიკა მოგერინი პრესკონფერენციაზე, რომელიც "ევრონიუსის" პირდაპირ ეთერში გადიოდა, ბრიუსელში არსებულ მდგომარეობაზე განცხადების გაკეთებას აპირებდა, თუმცა საუბრის დროს ტირილი დაიწყო, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში დღეს მომხდარი ოთხი აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ბელგიური და სხვა ევროპული მედიასაშუალებები წერს.

თავდაპირველად ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში მოხდა. მოგვიანებით ორი აფეთქება ზედიზედ ბრიუსელის მეტროს ორ სადგურზე მოხდა.

myquiz