16.03.2016 / 16:29
შრიფტის ზომა:

ანდერს ბრეივიკი საკუთარ თავს ნელსონ მანდელას ადარებს

ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა მის მოკვლას ცდილობს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ბრეივიკმა სასამართლოში განაცხადა, სადაც ის უფლებების დარღვევის გამო მთავრობას უჩივის.

როგორც ბრეივიკმა აღნიშნა, მისთვის უმჯობესია დახვრიტონ, ვიდრე ხუთი წლის განმავლობაში ექცეოდნენ ისე, როგორც ცხოველს. ბრეივიკი აცხადებს, რომ მისთვის ციხეში სრულ იზოლაციაში ყოფნა გაუსაძლისია და ის პირობები, რაც მას ციხეში აქვს წამების ტოლფასია. აღსანიშნავია, რომ 77 ადამიანის მკვლელს ციხის საკანში ტელევიზორი და კომპიუტერი აქვს, თუმცა, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ამასთან, ბრეივიკმა საკუთარი თავი ნელსონ მანდელას შეადარა.

მისივე თქმით, შექმნილი პირობების გამო, იგი იძულებული გახდა ოსლოს უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების კურსზე სწავლა შეეწყვიტა.


ანდრეს ბრეივიკი 2011 წელს ოსლოში ორგანიზებული აფეთქებისა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს. მას 2012 წელს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ბრეივიკი სასამართლოში წარდგა - იგი ციხეში პირობების გაუმჯობესებას ითხოვს