07.03.2016 / 13:44
შრიფტის ზომა:

ირანში მილიარდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ირანში მილიარდერ ბაბაკ ზანჯანის კორუფციის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ "სიენენის" ცნობით, ადგილობრივი მთავრობა იტყობინება.

ნავთობმაგნატ ზანჯანისა და კიდევ რამდენიმე ადამიანს სახელმწიფო ნავთობკომპანიიდან მილიარდობით დოლარის მითვისებაში დასდეს ბრალი.

ზანჯანი 2013 წლის დეკემბერში დააკევს. მილიარდერი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

ზანჯანის ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესა. ვინაიდან ევროპელი და ამერიკელი სამსახურების ცნობით, იგი ირანს ეხმარებოდა თავიდან აეცილებინა დასავლეთის მიერ დაწესებული საქნციები.

ბაბაკ ზანჯანი 60-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის ავიაკომპანიების, კოსმეტიკური და ნავთობკომპანიების მმართველი იყო. მისი ქონება დაახლოებით 13.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.