აშშ-ის ყველაზე გავლენიანი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა | Allnews.Ge

აშშ-ის ყველაზე გავლენიანი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. "სიენენის" ცნობით, ნენსი რეიგანი ლოს-ანჟელესში გუშინ საღამოს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

მისი 52 წლიანი ქორწინება რონალდ რეიგანთან მიჩნეულია ამერიკის პრეზიდენტთა ისტორიაში ყველაზე დიდ სასიყვარულო ურთიერთობად. 1981-1989 წლებში ნენსი რეიგანი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი პირველი ლედი იყო. თავიდან მას აკრიტიკებდნენ თეთრი სახლის ძვირად ღირებული განახლებისთვის, მაგრამ მოგვიანებით ის ყველასთვის საყვარელ ადამიანად იქცა.

ნენსი რეიგანს ქმრის გვერდით დაკრძალავენ კალიფორნიაში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, ნენსი რეიგანმა პირველი ლედის მისია "თავიდან ჩამოაყალიბა".

ბარაკ ობამამ და პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ მას პატივი უკვე მიაგეს. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და უცხოელმა ლიდერებმაც.

ნენსი რეიგანი 1940-50-იან წლებში მსახიობი იყო, იგი ასევე ყოფილ მსახიობ რონალდ რეიგანზე 1952 წელს დაქორწინდა. 1980 წელს კი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი ლედი გახდა. პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 2004 წელს ალცჰეიმერის დაავადებით გარდაიცვალა.

myquiz