ამერიკელმა ტურისტმა სავარაუდოდ, გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევი იპოვა
ამერიკელმა ტურისტმა მოზამბიკის სანაპირობთან თვითმფრინავის ნამსხვრევი იპოვა, რომელიც შესაძლოა, ორი წლის წინ გაუჩინარებული მალაიზიურ თვითმფრინავს MH370-ს ეკუთვნოდეს.ამის შესახებ "სიენენი" წერს.
როგორც ამერიკელი ბლეინ გიბსონი ამბობს, ის ნავით სანაპიროებზე სეირნობდა, როდესაც ნამსხვრევი იპოვა. "ჩემს თავს მსგავსი არაფერი არასდროს მომხდარა. ეს თითქოს სიზმარია. არ ვიცი ეს იმ თვითმფრინავს ეკუთვნის, თუ სხვას", - აღნიშნა ამერიკელმა ტურისტმა. მან ნაპოვნი ნამსხვრევი მოზამბიკის მთავრობას ჩააბარა.
როგორც აშშ_ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ის "ბოინგ 777"-ის ნამსხვრევია. სწორედ "ბოინგ 777" 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარებული მალაიზიური თვითმფრინავიც. მის ბორტზე 239 მგზავრი იმყოფებოდა. მას შემდეგ ლაინერს ეძებენ, თუმცა, კვალს ვერ მიაგნეს.
ავიაციის ექსპერტები ამბობენ, რომ მოზამბიკის სანაპიროებთან ნაპოვნი ნამსხვრევი დიდი ალბათობით, სწორედ გაუჩინარებულ თვითმფრინავს ეკუთვნის, ვინაიდან აღნიშნულ რეგიონში "ბოინგ 777"-ის ტიპის ლაინერის დაკარგვის სხვა შემთხვევა არ ყოფილა.