ვის დაუტოვა ქონება ოსამა ბინ ლადენმა? | Allnews.Ge

ვის დაუტოვა ქონება ოსამა ბინ ლადენმა?

"ალ-ქაიდას" ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა სიკვდილის შემდეგ 29 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება დატოვა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, მისი ანდერძიდან ირკვევა.

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ანდერძის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. იგი აშშ-ის მიერ პაკისტანში ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის დროს ამოიღეს. როგორც ანდერძშია აღნიშნული, ბინ ლადენი მოუწოდებს თავის ოჯახს "დაემორჩილონ მის ანდერძს" და მისი დანატოვარი "ჯიჰადს ალაჰის სახელით გადასცენ".

ამასთან როგორც ის აღნიშნავს, მისი ქონება სუდანში იყო, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული ის ნაღდი თუ აქტივების სახით დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბინ ლადენი სუდანში 1990-იან წლებში 5 წლის განავლობაში ცხოვრობდა.

ქონების გარდა, ანდერძში ბინ ლადენი ამერიკელებს მოუწოდებს იბრძოლონ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ "კაცობრიობის გადარჩენისთვს". ის ასევე  დასავლეთის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ ომსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კამპანიაზე საუბრობს.

"მათ ეგონათ, რომ ომი მარტივი იქნებოდა და ისინი მიაღწევდნენ მიზანს რამდენიმე დღეში ან კვირაში. ჩვენ გვჭირდება მოთმინება. მოთმინებით კი გამარჯვება მოვა", - წერს ბინ ლადენი თავის ანდერძში.

"ალ-ქაიდას" ლიდერი აშშ-ის სპეცსამსახურებმა 2011 წლის მაისში, პაკისტანში, საკუთარ სახლში მოკლა. მას შემდეგ, აღნიშნულ ტერირისტულ დაჯგუფებას აიმან ალ-ზავაჰირი უდგას სათავეში.

myquiz