BBC: რომის პაპ იოანე პავლე მეორეს გათხოვილ ქალთან მეგობრობა აკავშირებდა | Allnews.Ge

BBC: რომის პაპ იოანე პავლე მეორეს გათხოვილ ქალთან მეგობრობა აკავშირებდა

ტელეკომპანია BBC-თვის ხელმისაწვდომი გახდა ასობით წერილი და ფოტოსურათი, რომელიც რომის პაპის, იოანე პავლე II-ის გათხოვილ ქალთან ახლო ურთიერთობაზე მიუთითებს.ურთიერთობა 30 წელზე მეტხანს გრძელდებოდა.

პონტიფიკოსის პირადი მიმოწერა წლების განმავლობაში პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა.

რომის პაპი წერილებს პოლონური წარმომავლობის ამერიკელ ფილოსოფოსს, ანა-ტერეზა ტიმენეცკას უგზავნიდა. თუმცა, დოკუმენტებში არ არის რაიმე მითითება, რომ იოანე პავლე მეორემ ცელიბატი დაარღვია.

მათი მეგობრობა 1973 წელს დაიწყო, როცა ტიმენეცკა კარდინალ კაროლ ვოიტილას მის მეირ დაწერილ ფილოსოფიურ წიგნთან დაკავშირებით დაუკავშირდა მას. ეს რამდენიმე წლით ადრე მოხდა, ვიდრე კარდინალი რომის პაპად აირჩიეს..

თავდაპირველად, მიმოწერა საქმიანი ხასიათის იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში პირადი სახე მიიღო. 1974 წელს კაროლ ვოიტილა ერთ-ერთ წერილში აღიარებს, რომ ტიმენეცკას ძველ წერილებს ხშირად კითხულობს და მისთვის ის "ძალიან პირადია".

თავის წერილებში პაპი ტიმენეცკას "ღმერთის საჩუქარს" უწოდებს.

პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ასევე შენახულია კაროლ ვოიტილასა და მისი ამერიკელი მეგობრის ფოტოსურათები, რომელიც პოლონეთსა და ვატიკანშია გადაღებული.

ვოიტილა და ტიმენეცკა ხვდებოდნენ ერთმანეთს, სეირნობდნენ და თხილამურებით სრიალებდნენ.

მარშა მალინოვსკი, რარიტეტული ხელნაწერების გამყიდველი მიიჩნევს, რომ ტიმენეცკა კაროლ ვოიტილაზე შეყვარებული იყო.

კაროლ ვოიტილა რომის პაპად 1978 წელს აირჩიეს, ის პონტიფიკოსის სტატუსს 27 წლის განმავლობაში ატარებდა. 2005 წელს იოანე პავლე II გარდაიცვალა, 2014-ში კი ის წმინდანად შერაცხეს.

პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პაპისა და ტიმენეცკას ურთიერთობას უნიკალურ მეგობრობას უწოდებენ.