საბერძნეთში ტურისტული ბუმია | Allnews.Ge

საბერძნეთში ტურისტული ბუმია

საბრძნეთს წელს რეკორდულად დიდი რაოდენობით ვიზიტორი ეწვია. მათმა რიცხვმა 30 მილიონს მიაღწია, რაც სამჯერ მეტია საბერძნეთის მოსახლეობაზე. ტურიზმის მინისტრის თქმით, სასტუმროების ჯავშნები ზაფხულის სეზონზე 70 პროცენტითაა გაზრდილი. შესაბამისად იმატა ტურიზმისგან შემოსავალმაც. როგორც "გარდიანი" წერს, ეკონომიკური კრიზისისა და რვაწლიანი მკაცრი ეკონომიკური ზომების შემდეგ, უცხოელი დამსვენებლების რიცხვის რეკორდულად ზრდა საბერძნეთისთვის დიდი საჩუქარია.

უცხოელი ვიზიტორები დაინტერესებულები არიან არამხოლოდ საბერძნეთის ცნობილი კურორტებითა და სანაპირო ქალაქებით, არამედ პატარა დასახლებებითაც, სოფელი დიმიცანაშიც კი ტურისტული ბუმია.

"ტურიზმი ჩვენი მაშველია", - ამბობს დიმიცანას ერთ-ერთ მცხოვრები, რომელმაც გასულ წელს სოფელში სასტუმრო გახსნა.

საზღვაო გადაზიდვების გარდა, ტურიზმი საბერძნეთისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უცხოური წყაროა. 2016 წლის მონაცემებით 10-დან 8 ახალი სამუშაო ადგილი სწორედ ტურიზმის ინდუსტრიაზე მოდის. როგორც ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცახდა, აპრილისა და მაისის თვეებში 92 000 და 89 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

"გარდიანის" ცნობით, საბერძნეთში ტურისტების რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი ტერორიზმის საფრთხის გამო ეგვიპტეში, თურქეთსა და ტუნისში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის კლებაა.

myquiz