17.03.2017 / 16:20
შრიფტის ზომა:

კოპიტნარის აეროპორტის მახლობლად მატარებლის სადგური აშენდება

ნებისმიერი მატარებელი, რომელსაც მარშრუტი დასავლეთისკენ ექნება, კოპიტნარის ახალ სადგურში გაჩერდება. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, კოპიტნარის სადგურის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ძველი სადგურის რეაბილიტაციას გულისხმობს გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მატარებელი პირდაპირ აეროპორტში გაჩერდება.

კოპიტნარის სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით, მგზავრებს ავტობუსები მოემსახურებათ, რომლის ფასიც, მატარებლით მგზავრობის ღირებულებაში შევა.

დაჩი ცაგურიამ ასევე აღნიშნა, რომ მგზავრობის ფასი არ გაიზრდება და მოქალაქეები და ტურისტები, ამჟამინდელი ტარიფით ისარგებლებენ.