რა არის ბიომეტრიული პასპორტი და ვის შეუძლია მისი აღება | Allnews.Ge

რა არის ბიომეტრიული პასპორტი და ვის შეუძლია მისი აღება

როგორც ვიცით, ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შეძლებენ. თუმცა, ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით არის შესაძლებელი, რაც მოქალაქეთა ნაწილს არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბიომეტრიული პასპორტების გაცემა 2010 წლიდან დაიწყო. ამიტომ თუ საქართველოს მოქალაქეს მანამდე აქვს აღებული საზღვარგარეთის პასპორტი,  ევროპაში უვიზოდ სამოგზაუროდ მისი გამოცვლა დასჭირდება.

როგორია ბიომეტრიული პასპორტი?

ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივი დოკუმენტია, რომელზეც ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსა და თითის ანაბეჭდის სახითაა დატანილი. ამასთანავე, აღნიშნული ინფორმაცია არ იწერება ისე, რომ მისი ნახვა ნებისმიერს შეეძლოს.

ბიომეტრიული პასპორტები სრულწლოვან პირებზე 10 წლის ვადით, ხოლო არასრულწლოვნებზე 3 წლის ვადით გაიცემა.

პასპორტები იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერტორიულ სამსახურსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში, 10 სამუშაო დღეში გაიცემა და მისი ღირებულება 100 ლარია. ის ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე გაიცემა, მისი ქვეყნიდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადება სრულწლოვანმა მოქალაქემ პირადად უნდა წარადგინოს.

არასრუწლოვნისთვის პასპორტის მინიჭების მოთხოვნით განცხადება მისმა მშობელმა, მეურვემ ან მზრუნველმა უნდა წარადგინოს, გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა. ასევე, პასპორტის მისაღებად განცხადება შეიძლება წარადგინოს არასწრულწლოვანმა პირმა 14 წლის ასაკიდან, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა.

პასპორტის ასაღებად მხოლოდ სამი რამ, პირადობის მოწმობა, ბიომეტრიული ფოტოსურათი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ. ხოლო თუ პასპორტის დამზადება არასწრულწლოვნისთვის გსურთ, მისი დაბადების მოწმობა, თუ ის 14 წელს მიღწეულია, პირადობის მოწმობა და 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის პასპორტის გადაცემად ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაა საჭირო.

გარდა ამისა, ბიომეტრიული პასპორტის მიღება უფასოდ შეგიძლიათ, თუ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში დაშავების შედეგად შშმ პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.

ბიომეტრიული პასპორტის უპირატესობა გაყალბებისგან დაცულობა და მაღალექნოლოგიურობაა.

ამ ეტაპზე ბიომეტრიულ პასპორტს როგორც ევროპის, ისე ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ქვეყნებიც იყნებენ.

myquiz