სად და რა ფასად დავისვენებთ საქართველოში გაზაფხულზე | Allnews.Ge

სად და რა ფასად დავისვენებთ საქართველოში გაზაფხულზე

გაზაფხულზე, დათბობასთან ერთად, ბევრ ჩვენგანს რამდენიმე დღით დასვენების სურვილი გაუჩნდება, თუმცა საქართველოს კურორტების უმეტესობა მკაცრი კლიმატით გამოირჩევა და ლოკაციის არჩევა სწორედ ამიტომ გვიჭირს-ხოლმე.

იმისთვის რომ გაზაფხულზე დასასვენებლად კურორტი უკეთ შეარჩიოთ, Allnews.ge "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტის, ბექა ბუხრაშვილის რჩევებს გთავაზობთ.

"ზოგადად, წლის ნებისმიერ დროს ზღვის დონიდან რაც უფრო მაღალა ვისვენებთ, უკეთესია. მაგალითად, საირმის კურორტი ძალიან კარგია, რადგან ბუნებრივი პირობები იდეალურია, ნალექი ზომიერია, ასევე გვხვდება ტყის მასივი, ჯანსაღი ჰაერი და უნიკალური მინერალური წყლები,"-განმარტავს ის.

რაც შეეხება საირმეში არსებულ სასტუმროებსა და სახლებს, გასაქირავებელი ოთახების ღირებულება 10-15 ლარიდან იწყება, ხოლო სასტუმროების - 45 ლარიდან.

ბექა ბუხრაშვილის თქმით, გაზაფხულზე დასასვენებლად აბასთუმანიც ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია. რაც შეეხება გასაქირავებელ ბინებს, მათი ღირებულება 20 ლარიდან იწყება, ხოლო სასტუმროების ფასი 40-45 ლარიდან იწყება.

თუ მკაცრ კლიმატურ პირობებს არ უშინდებით, მაშინ მთიან აჭარაში, ქედაში დასვენება ძალიან სასიამოვნო იქნება. ბექა ბუხრაშვილის თქმით, იქ დასვენება ახლა თავისუფლადაა შესაძლებელი,-"აქ ინფრასტრუქტურა გაცილებით უკეთ არის მოწყობილი, ვიდრე მთიანი აჭარის სხვა კურორტებზე.

სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოსთან შედარებით აღმოსავლეთ საქართველოში კურორტები ნაკლებად გვაქვს,"-აღნიშნავს "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" პრეზიდენტი.

მთიან აჭარაშიც ოთახის დაქირავება 15 ლარიდან შეგიძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ კურორტებს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებიც აქვთ, რადგან სუფთა ჰაერი და მინერალური წყლებია, ასევე გარშემო ტყე აკრავს, რაც განტვირთვის, დასვენებისა და ყოველდღიური სტრესისგან გათავისუფლების საშუალებას მოგცემთ.

myquiz