ტასმანიის ეროვნული პარკი, ნებიესმიერ წყვილს სახლსა და სამუშაოს სთავაზობს | Allnews.Ge

ტასმანიის ეროვნული პარკი, ნებიესმიერ წყვილს სახლსა და სამუშაოს სთავაზობს

ტასმანიის ეროვნული პარკი, ნებიესმიერ წყვილს სახლსა და სამუშაოს, კუნძულის მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ სთავაზობს.

ასეთი შემოთავაზება შესაძლოა, სამოთხეში დასვენებად ან პირიქით - თრილერის სცენარად მოგეჩვენოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მყარია თქვენი წყვილი.

186-ჰექტარიანი კუნძული მატსაიკერი ტასმანიის სამხრეთ სანაპიროდან 10 კილომეტრში მდებარეობს. თუ თქვენ კუნძულის მოვლა-პატრონობა შეგიძლიათ, ტასმანიის ეროვნული პარკის მიერ გამოცხადებული ვაკანსია დაგაინტერესებთ. წინადადებით გათვალისწინებული სამუშაო პერიოდი მარტიდან სექტემბრამდე (ან სექტემბრიდან მარტამდე) გრძელდება.

"უსაფრხოების ნორმებიდან" გამომდინარე, კუნძულზე იწვევენ წყვილებს, რომელებიც "დაამტკიცებენ, რომ ყველასგან მოშორებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა შეუძლიათ". თუკი თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად გსურთ იცხოვროთ კუნძულზე, სადაც "იშვიათად წვიმს და ქარი ხშირია", მაშინ ეს თქვენი ოცნების სამსახური იქნება.

კუნძულზე განლაგებული შუქურა მთლიანად ავტომატიზებულია, ასე რომ თქვენი მოვალეობები ინფრასტრუქტურის - მოედნების, შენობების, მანქანების, მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფით შემოიფარგლება. ასევე საჭიროა მცენარეების მოვლა და მეტეოროლოგიური ბიუროსთვის ამინდზე ყოველდღიური დაკვირვება - ამას თქვენ უფასოდ გასწავლიან.

საკვებს სამ თვეში ერთხელ ჩამოგიტანენ. მაგრამ კუნძულზე არის ბაღი, სადაც შეგიძლიათ დათესოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ.

ასევე აღსანიშნავია XIX საუკუნის სახლი 4 საძინებელი ოთახითა და აბაზანით.

შესაძლოა, დანარჩენ სამყაროსთან კონტაქტის გარეშე საყვარელ ადამიანთან ნახევარი წლის გატარება ვიღაცას სიგიჟედ მოეჩვენოს, მაგრამ მატსაიკერზე ძალიან ლამაზი ბუნება და არაჩვეულებრივი მზის ამოსვლა და ჩასვლაა.

კუნძულის დატოვება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი - ისიც საგანგებო მდგომარეობის დროს. გარე სამყაროსგან თქვენ სრულად იქნებით მოწყვეტილი.

და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კუნძულზე ინტერნეტი და ტელევიზორი არაა.

myquiz