ადგილები, რომლებიც ტურისტების სიმრავლემ დააზიანა | Allnews.Ge

ადგილები, რომლებიც ტურისტების სიმრავლემ დააზიანა

ტურიზმი ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. არის ქვეყნები, რომლებიც სწორედ ამ სექტორიდან იღებენ ყველაზე დიდ შემოსავალს. თუმცა, ტურისტების სიმრავლის გამო, რიგ შემთხვევებში ადგილობრივი მთავრობები იძულებულები არიან ღირსშესანიშნაობების გადასარჩენად ვიზიტორთა რიცხვი შეზღუდონ. ასე მაგალითად, ტაილანდში ტურისტების მზარდი რიცხვის გამო, ერთ-ერთი კუნძული ტურისტებისთვის დაიკეტა.

"ინდიფენდენთი" წარმოგიდგენთ იმ ტურისტულ ადგილებს, რომლებიც ვიზიტორების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. ესენია:

ვენეცია

ვენეციის მოსახლეობა ტურისტებმა "ჩაყლაპეს". ადგილობრივების რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს. ვიზიტორების რიცხვი კი მატულობს. ტურისტული ნავები, რომლებიც ისტორიულ ქუჩებზე გადაადგილდება, გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. აზიანებს ქალაქის ესთეტიკურ მხარესაც. ადგილობრივების თქმით, ვიზიტორების სიმრავლის გამო დაბინძურებულია ქუჩები.

ისლანდია

ისლანდიამ 2008 წლის შემდეგ ტურიზმის დახმარებით მნიშვნელოვნად განავითარა ეკონომიკა. თუმცა, ახლა ქვეყანა საკუთარი წარმატების მსხვერპლი ხდება.

2009 წელს ისლანდიაში 250 000 ტურისტი ჩავიდა, გასულ წელს კი 1,6 მილიონი. ტურისტული სეზონის პიკის დროს ქვეყნის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობამდე Gოლდენ ჩირცლე-მდე მისასვლელი გზა გადავსებულია ვიზიტორებით. ადგილობრივების თქმით, ტურისტული ადგილები მნიშვნელოვნად დააზიანა ვიზიტორების სიმრავლემ.

ბარსელონა

ბარსელონას მერიის გადაწყვეტუილებით ტურისტების რიცხვის შესამცირებლად, შეიზღუდა ქალაქის მთავარ ბაზრობაზე ვიზიტორების რიცხვი, ტურისტულ სააგენტოებზე კი ჯარიმები დააწესდა, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან.

ტაილანდი

ტაილანდის მთავრობამ ერთ-ერთი კუნძული დახურა გასულ წელს ტურისტების სიმრავლის გამო. თუმცა, ვიზიტორების ნაკადი სხვა კუნძულებს მიაწყდა. მათ შორის ფხუკეთს. სპეციალისტების თქმით, ტურისტების რიცხვის ზრდის გამო საფრთხე ექმნება უნიკალურ ფლორას და ფაუნას.

კუბა

კუბაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების რიცხვი მზარდია. შესაბამისად გაიზარდა ფასებიც, მაგალითად რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. ამან კი ადგილობრივი მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა.

myquiz