ზამთრის მაღალტექნოლოგიური კურორტი 3000 მეტრის სიმაღლეზე | Allnews.Ge

ზამთრის მაღალტექნოლოგიური კურორტი 3000 მეტრის სიმაღლეზე

ავსტრიული სოფელი სოლდენი ულამაზეს ალპურ ზონაში მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სათხილამურო კურორტად მიიჩნევა.

კურორტზე ვიზიტორებს შეუძლიათ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სათხილამურო ლიფტით ისარგებლონ. "გონდოლას" მთაზე საათში 4 500 ადამიანის აყვანა შეუძლია.

ასევე, ფუნქციონირებს ყინულის რესტორანი, რომელიც ზღვის დონიდან 3 048 მეტრზე მდებარეობს. ამ მინის ულამაზესი შენობიდან ფანტასტიკური ხედი იშლება.

ზღვის დონიდან ასეთ სიმაღლეზე Wi-Fi-ს გამოყენების საშუალებაც გექნებათ, და მთის წვერზე ყოფნისას მსოფლიოს სიახლეების შემოწმებასაც შეძლებთ.

ამასთან, კურორტი აღჭურვილია ტექნიკით, რომელსაც თოვლის ხელოვნურად წარმოქმნა შეუძლია.

თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მომავლის კურორტი, მიუხედავად ასეთი განვითარებისა, სიმშვიდის საშუალებას მოგცემთ. ამ კურორტის განვითარება 2017 წელსაც გაგრძელდება.

myquiz