06.01.2017 / 11:36
შრიფტის ზომა:

ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს ინტერნეტი

მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 3 538 689 000-ია. ინტერნეტი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი აფრიკის კონტინენტზეა. ბოლო მონაცემებით, ამ კონტინენტის მოსახლეობის 90 პროცენტს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აფრიკაში ტექნოლოგიების ბუმია, ათიდან 9 ქვეყანაში ინტერნეტი ხელმისაწვდომი ნაკლებადაა.

მაგალითად, გამბიის მთავრობამ 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ინტერნეტთან წვდომა შეზღუდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტს აქვს ინტერნეტი.

ჰაკერები მსოფლიო ინტერნეტის გათიშვას ცდილობენ

აფრიკის ქვეყნების გარდა, ინტერნეტზე წვდომა ყველაზე მეტად პრობლემატურია მიანმარში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 7 პროცენტს აქვს შესაძლებლობა იყოს "ონლაინ".

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტადაა ხელმისაწვდომი ინტერნეტი, ესაა ისლანდია, აქ მოსახლეობის 100 პროცენტს აქვს კავშირი ინტერნეტთან, მას მოჰყვება ნორვეგია მოსახლეობის 98 პროცენტით.

საქართველოში კი მხოლოდ 53 პროცენტს აქვს საშუალება ინტერნეტთან დაკავშირების.

საქართველოში 30 000 ოჯახს ინტერნეტის ვაუჩერები გადაეცემა

გასულ წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტთან წვდომა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება.

გაეროს "2030 წლის დღის წესრიგში" კი აღნიშნულია, რომ ინტერნეტი ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია.

აშშ-ში ინტერნეტის მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწიეს

მსოფლიო რუკა ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით: