31.12.2016 / 12:10
შრიფტის ზომა:

არგენტინის სანაპიროზე "მოძრავი კუნძული" აღმოაჩინეს

Player load error!

არგენტინის სანაპიროზე "მბრუნავი კუნძული" აღმოაჩინეს, რომელიც, მათი თქმით, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ფენომენს წარმოადგენს.

კუნძული 118 მეტრის სიგრძისააა და არგენტინელმა რეჟისორმა და პროდუსერმა სერჯიო ნიუსპილერმა აღმოაჩინა. ყველა მნახველი აღნიშნავს, რომ კუნძული ძალიან მრგვალი და პროპორციული იმისთვის, რომ ბუნებრივად შექმნილიყო. ის ქალაქებს - ცამპანასა და ზარატეს შორის მდებარეობს.

"პარანას მდინარესთან ახლოს მისტიკური კუნძული აღმოვაჩინეთ, რომელიც ტრიალებს. ის რეალურია და იმ ზებუნებრივ ისტორიებს შორისაა, რომელთაც კავშირი პარანორმალურ მოვლენებთან აქვთ," - განმარტავს ჰიდრავლიკის ინჟინერი, რიჩარდ პეტრონი.

მეცნიერები აღმოჩენილი უცნაური კუნძულის გამოკვლევასა და მისი ტრიალის მიზეზების ამოხსნას გეგმავენ.