"სიკვდილის ტბა" მექსიკის ყურეში | Allnews.Ge

"სიკვდილის ტბა" მექსიკის ყურეში

მექსიკის ყურეში, დაახლოებით, 915 მეტრის სიღრმეზე ტბა აღმოაჩინეს, რომელიც მარილით, მეთანითა და გოგირდწყალბადითაა გაჯერებული. მასში გადარჩენა კრევეტებისა და ბაქტერიების გარდა, არცერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია.

აღმოჩენილ ტბაში ყველაზე განსაცვიფრებელი ისაა, რომ ის დანარჩენ წყალს არ ერევა. მეცნიერები, რომლებმაც ტბა შეისწავლეს, აცხადებენ, რომ ის სხვა სამყაროს ჰგავს.

"ეს ღრმა ზღვაში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამაა," - განმარტავს ერიკ კორდესი, ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, რომელმაც ტბის სტრუქტურა შეისწავლა და ამის შესახებ ჟურნალ Oceanography-ში სტატია გამოქვეყნა.

"ამ ტბის წყალი ზღვის წყალზე 5-ჯერ მარილიანია," - დასძენს ის.

ტბას თეთრი, წითელი და შავი ფერი დაკრავს, რომელიც მას მისტიკურ იერს სძენს.

myquiz