სად დავისვენოთ საშობაოდ იაფად | Allnews.Ge

სად დავისვენოთ საშობაოდ იაფად

შობა-ახალი წლის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატარება საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. შესაბამისად, ტუროპერატორები მსურველს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. თუმცა ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ საახალწლოდ სასტუმროებსა და მომსახურებაზე ფასები იზრდება.

Allnews.ge ქართველი მომხმარებლის ყველაზე მოთხოვნადი ტურებისა და ყველაზე დაბალფასიანი ტურების შესახებ რამდენიმე ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს ესაუბრა.

გამოიკვეთა, რომ საშობაოდ ყველაზე მოთხოვნადი ეგვიპტე და ევროპის რამდენიმე ქვეყანაა.

"საახალწლოდ ყველაზე მოთხოვნადი არის ეგვიპტის ქალაქები, ასევე ამსტერდამი, პარიზი, იტალიის ქალაქები. ფასების მიუხედავად, მოთხოვნა არის ამერიკაზეც. საახალწლოდ ყველაფერი ძალიან ძვირია, მაგალითად, ორ ადამიანზე ტური ევროპაში 1500$-დან იწყება. რაც შეეხება ეგვიპტეს, ახლა იქ წასვლა ძალიან რთულია, რადგან ეგვიპტის ყველა ტური, მალევე გაიყიდა," - განმარტავს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი და დასძენს, რომ ეგვიპტის პოპულარობას მისი ფასები განაპირობებს, რადგან ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ხელმისაწვდომია, - "ყველა ტიპის მოსაკრებელი ევროპაზე ძალიან ძვირია, რადგან საახალწლოდ ორივე გზის ბილეთი, მინიმუმ 500$-ღირს, ვიზის მოსაკრებელი 35 ევროა, გარდა ამისა, საჭიროა საბუთები, სასტუმრო, ტრანსფერი."

მეორე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი კი განმარტავს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები შედარებით ხელმისაწვდომია და მოთხოვნა მასზე განსაკუთრებით იზრდება, ხოლო საახალწლოდ პოპულარული მიმართულებები ბუდაპეშტი, პრაღა და პარიზია. რაც შეეხება ფასებს, ბუდაპეშტსა და პრაღაში დასვენება დაახლოებით 400-500 ევრო ჯდება, პარიზის ტურებზე კი უფრო მაღალი ფასებია, დაახლოებით 600 ევრო.

შედარებით ხელმისაწდომი ფასები დაგვისახელა კიდევ ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც განმარტავს, რომ დღესასწაულის დროს სასტუმროებსა და სხვა მომსახურებაზე გადასახადი, როგორც წესი, იზრდება:

"საახალწლოდ ყველაზე მოთხოვნადი ტურები ეგვიპტესა და დუბაიშია, ასევე ევროპის ქვენებშიც (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი). ეგვიპტის ტურების ფასი, ახლა ჩვენთან 1200$-დან იწყება, დუბაის ტურები შედარებით ძვირადღირებულია.

თუ ევროპაში წასვლა გნებავთ, მაგალითად, რომის შემთხვევაში, სასტუმროს მინიმალური ფასი 90 ევროა, თუმცა იქ სავიზო მოსაკრებლის ფასის გადახდაც მოგიწევთ," - აღნიშნავს ის და Allnews.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარიზში, ორმა ადამიანმა ხუთი დღის განმავლობაში სასტუმროში დასვენებაში დაახლოებით 197 ევრო უნდა გადაიხადოს.

თუმცა, მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში ტურები ახლა 200 ევროდანაც აქვთ.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საშობაო არდადეგებს შედარებით ადრე დაგეგმავთ, უფრო ნაკლების გადახდა მოგიწევთ, რადგან შობა-ახალი წლის დღეებში სასტუმროების, ექსკურსიებისა და სხვა მომსახურების ღირებულება იმატებს.

Allnews.ge გთავაზობთ ინფორმაციას მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და შედარებით იაფ ქალაქებში ფრენის, სასტუმროების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამჯერადი კვების მინიმალური ღირებულების შესახებ.

1. ბუდაპეშტი, უნგრეთი

მგზავრობის საფასური - ქუთაისის აეროპორტი: გამგზავრება -130 ლარი, გამომგზავრება - 330 ლარი

საცხოვრებლის საფასური - 35 ევროდან

ორი ჭიქა ყავა (კაფე/ბარი) – 5,56 ევრო

სამჯერადი კვება ორ ადამიანზე, ღვინის ჩათვლით - 70 ევრო

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 350.00 ფროინტი (1,19$)

2. პრაღა, ჩეხეთი

მგზავრობის საფასური - თბილისის აეროპორტი: 605 ლარი

საცხოვრებლის საფასური: 39 ევროდან

ორი ჭიქა ყავის საფასური: 6.46 ევრო

სამჯერადი კვება, ერთი ბოთლი ღვინის ჩათვლით: 70 ევრო

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 24.00 კრონა (0,95$)

3. ვენა, ავსტრია

მგზავრობის საფასური: თბილისის აეროპორტი - 636 ლარი;

საცხოვრებლის საფასური: 18 ევროდან

ორი ჭიქა ყავა (კაფე/ბარი): 11 ევრო

სამჯერადი კვება (ერთი ბოთლი ღვინის ჩათვლით): 155 ევრო

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 2,20 ევრო

4. რიგა, ლატვია

მგზავრობის საფასური: თბილისის ეროპორტი - 903 ლარი

საცხოვრებლის საფასური: 18 ევროდან

ორი ჭიქა ყავა: 11 ევრო

სამჯერადი კვება (ერთი ბოთლი ღვინის ჩათვლით): 130 ევრო

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 1,15 ევრო

5. ტალინი, ესტონეთი

მგზავრობის საფასური: თბილისის აეროპორტი - 950 ლარი

საცხოვრებლის საფასური: 30 ევროდან

ორი ჭიქა ყავა (კაფე/ბარი) - 9 ევრო

სამჯერადი კვება ორი ადამიანისთვის (ერთი ბოთლი ღვინის ჩათვლით) – 90 ევრო

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 1,60 ევრო

6. ლუბლიანა, სლოვენია

მგზავრობის საფასური: თბილისის აეროპორტი - 505 ლარი

საცხოვრებლის საფასური: 35 ევრო

ორი ჭიქა ყავა: 2,62 დოლარი

სამჯერადი კვება: 30 ევრო

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 1,20 ევრო

7. ვარშავა, პოლონეთი

მგზავრობის საფასური: თბილისის აეროპორტი - 528 ლარი;

საცხოვრებლის საფასური: 30 ევროდან

ორი ჭიქა ყავის საფასური: 4 ევრო

სამჯერადი კვება: 15 ევრო

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 4.40 ზლოტი (1,05$)

8. სტოკჰოლმი, შვედეთი

მგზავრობის საფასური: თბილისის აეროპორტი - 492

საცხოვრებლის საფასური: 20 ევროდან

ორი ჭიქა ყავის საფასური: 9 ევრო

სამჯერადი კვება (ერთი ბოთლი ღვინის ჩათვლით): 90 ევრო

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 36 კრონი (3,94$)

9. შარმ-ელ-შეიხი, ეგვიპტე

მგზავრობის საფასური: თბილისის აეროპორტი - 510 ლარი

საცხოვრებლის საფასური: 23$-დან

ორი ჭიქა ყავის საფასური: 1$-დან

სამჯერადი კვების საფასური: 15$-დან

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 2.50 ეგვიპტური პაუნდი (0,13$)

10. სტამბული, თურქეთი

მგზავრობის საფასური: თბილისის აეროპორტი - 172 ლარიდან

საცხოვრებლის საფასური: 15 დოლარიდან

ორი ჭიქა ყავის საფასური: 1,50$

სამჯერადი კვების საფასური: 20$

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 0,67$

ფასები დათვლილია Numbeo-ს და Booking.com-ის მიხედვით

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz