როგორ ვიმოგზაუროთ დაუგეგმავად | Allnews.Ge

როგორ ვიმოგზაუროთ დაუგეგმავად

ადამიანზე ბევრის თქმა შეიძლება მის მიერ შერჩეული სამოგზაურო ადგილის მიხედვით. მოგზაურობის ხანგრძლივი კულტურის განმავლობაში, ქვეყნები და ღირსშესანიშნაობები გარკვეული კლიშეების ქვეშ მოექცნენ. ახლა ხომ ყველამ ვიცით, რომ პარიზი რომანტიკული ადამიანების საყვარელი ადგილია, მაშინ როცა გოაში ჰიპები ჩერდებიან.

ამ კლიშეების პარალელურად, სულ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა დაუგეგმავი მოგზაურობის სურვილი. ახალი კონცეფცია ჩვენს დამოკიდებულებას რადიკალურად ცვლის. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ იმ ადგილებზე, სადაც ვაპირებთ მოგზაურობას, თანაც ძალიან მარტივი მიზეზით - არ ვიცით, სად ვიმოგზაურებთ.

"საიდუმლო მოგზაურობის" კონცეფცია ძალიან მარტივია 

მოგზაურებმა წინასწარ დადგენილი თანხა ონლაინ სააგენტოში უნდა გადარიცხონ, რომელიც მოულოდნელი არდადეგების მოწყობაზე იქნება პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, დამკვეთთა ინტერესების სრული გათვალისწინებით.

ამის შემდეგ მოგზაურს მხოლოდ თვითფრინავში ჩაჯდომა, სადგურზე ან პორტში მისვლა მოუწევს, სადაც მისთვის განკუთვნილ კონვერტს გახსნის და დანიშნულების ადგილისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ დაწვრილებით ინსტრუქციას მიიღებს.

ეს არის არდადეგები ადამიანებისთვის, ვისაც დაგეგმვის პროცესი სიამოვნებას არ ანიჭებს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კომპანიები თქვენს არდადეგებს იმ ინტენსივობით გეგმავენ, როგორც ამაზე წინასწარ შეთანხმდებით.

myquiz