მიტოვებული ჩინური სოფელი მწვანე საოცრებად იქცა | Allnews.Ge

მიტოვებული ჩინური სოფელი მწვანე საოცრებად იქცა

50 წლის წინ, სოფელი ჰოუტოუ ვანი, რომელიც მდინარე იანძის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, სათევზაო ადგილს წარმოადგენდა. ახლა სოფელი ველური ბუნების ნაწილად იქცა.

სოფლის სახლები მთლიანად მწვანე საფარმა მოიცვა და ნასახლარის ნაცვლად, საიდუმლო ბაღს დაამსგავსა. სუროთი დაფარულ შენობებში ერთ დროს სიცოცხლე დუღდა, ახლა კი ბუნებას მინდობილი, ჩუმი და მისტიკურია.

სახლები მაცხოვრებლებმა ნელ-ნელა მიატოვეს და სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდნენ. სოფელში სტუმრობისას ჰარმონიასა და სიმშვიდეს იგრძნობთ, რომელიც სამყაროს მშვენიერების აღქმაში დაგეხმარებათ.

myquiz