საუკეთესო დიზაინის სასწავლო დაწესებულებები მსოფლიოში | Allnews.Ge

საუკეთესო დიზაინის სასწავლო დაწესებულებები მსოფლიოში

მშობლებისთვის სკოლის ხარისხი სასწავლო პროგრამითა და გამოცდების შედეგებით განისაზღვრება, თუმცა ინფრასტრუქტურა და ვიზუალიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

სკოლისა და საბავშვო ბაღის გარდა, სასურველია, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც კარგი ინტერიერისა და ექსტერიერის მქონე იყოს.

CNN-ი მსოფლიოში საუკეთესო ვიზუალის მქონე სკოლების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლის პირველ ადგილზეც სინგაპურში მდებარე ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია. შენობა თორმეტი კოშკისგან შედგება, რომელთაც სწავლის პროცესის წასახალისებლად ტექსტურირებული პანელები აქვს შემოკრული.

საუკეთესო ინტერიერისა და ექსტერიერის მქონე ერთ-ერთი საუკეთესო სკოლად კი ასევე სინგაპურში მდებარე ნანიანგის დაწყებითი სკოლა დასახელდა. მისი საბავშვო ბაღი და სკოლის შენობაც თვალისმომჭრელი ფერებითაა შეღებილი.

განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა ნანიანგის ხელოვნებისა და დიზაინის და მედიის სკოლა, რომელსაც მწვანე, გიგანტური სახურავი აქვს.

მსოფლიოს ულამაზეს სკოლებს შორის ლოს-ანჯელესის Coop Homilb-ის სკოლა მოხვდა, რომელიც 2008 წელს აშენდა. ეს უზარმაზარი შენობა შვიდი ნაწილისგან შედგება და საკლასო ოთახებს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიასა და დარბაზებს მოიცავს. სკოლა 1 800 მოსწავლეს იტევს.

სკოლა მასწავლებლების გარეშე

უსინათლოთა სკოლა, რომელსაც გარშემო მაღალი ხეები აკრავს, შოტლანდიაში მდებარეობს და მსოფლოში ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაა. აშშ-ის არქიტექტურის ინსტიტუტის სპეციალისტის, ჯონ დეილის მიერ დაპროექტებული სკოლა ნატურალური მასალისგანაა აშენებული და შშმ პირებისთვის განსაკუთრებით კომფორტულ გარემოს ქმნის.

2015 წელს, ვაშინგტონში აგებულ ორენოვან საჯარო სკოლაში გაყვანილობიდან დაწყებული, ყველა დეტალი საუკეთესო ხარისხისაა და მშობლებისთვის მიმზიდველი სკოლაა როგორც სწავლების ხარისხის, ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.

 

კიდევ ერთი გამორჩეული ვიზუალის მქონე სასაწავლო დაწესებულება ტოკიოში მდებარე საბავშვო ბაღია, იგი უზარმაზარი ხეებითაა გარშემორტყმული, მის სახურავზე კი დიდი ზომის სათამაშო მოედნებია. შენობა 2007 წელს აიგო და მისი დიზაინერებისა და არქიტექტორების მთავარი მიზანი საკლასო ოთახებში ნამდვილი ხეების დარგვა იყო, რომლებსაც ტოტები სახურავიდან ექნებოდათ ამოყოფილი.

2050 წელი: მომავლის ინფრასტრუქტურა

მსოფლიოს კრეატიული დიზაინის მქონე შენობებს შორის ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში მდებარე დაწყებითი სკოლაცაა, რომლის ექსტერიერი მთლიანად მწვანე ხალიჩებისგან შედგება. როგორც CNN-ი წერს, ხალიჩებს წვიმა და თოვლი ვერ აზიანებს და იქ ცივ ამინდში მყუდრო და მშვიდი სასწავლო გარემოა შექმნილი.

არქიტექტორებისა და დიზაინერების მოსაზრებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარისა და ნარგავების არსებობა აუცილებელია.

myquiz