ევროპაში სიდიდით მეორე ადგილზე მყოფი საბაგირო საქართველოს ერთ-ერთ სოფელშია | Allnews.Ge

ევროპაში სიდიდით მეორე ადგილზე მყოფი საბაგირო საქართველოს ერთ-ერთ სოფელშია

დაბა ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი თაგოს მოსახლეობისთვის მთავარი სატრანსპორტო საშუალება საბაგიროა.

სწორედ ეს საბაგირო ევროპაში სიდიდით მეორე ადგილზეა, რომელსაც საყრდენი კონსტრუქცია არ აქვს. საბაგიროს სიგრძე 1719, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.

საბაგირო დაბა ხულოს სოფელ თაგოსთან აკავშირებს. მოსახლეობის თქმით, რომ არა საბაგირო, სოფელი დაიცლებოდა, ვინაიდან სოფლამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია და გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი. ვითარება კიდევ უფრო რთულდება ზამთრობით. როცა თოვლი მოდის, თითქმის შეუძლებელია დაკიდულ გზებზე მანქანით მოძრაობა.

ამასთან, მანძილი დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს შორის 6 კილომეტრია. საბაგიროთი კი მგზავრს სოფლამდე მხოლოდ 8 წუთი სჭირდება.

მგზავრობის საფასური მოსახლეობისთვის 20 თეთრია. ეს საბაგირო სამგზავროსთან ერთად სატვირთოცაა. მოსახლეობას ტვრითიც ამ გზით გადააქვს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მისი მეშვეობით შინაური ცხოველებიც არაერთხელ გადაუყვანიათ. ამ გზით ისინი ზოგავენ როგორც ფინანსებს, ასევე დროს.

სწორედ ამიტომ, საბაგირო გზა ტურისტებისთვის ორმაგად საინტერესოა.

თუმცა, იმის გამო რომ ინფასტრუქტურა მოძველებულია, ბევრ ვიზიტორს მისი მეშვეობით გადაადგილების ეშინია. მაგრამ მემანქანეები ამბობენ, საბაგირო უსაფრთხოა და ნორმის ფარგლებში მუშაობს.

ნათია ჯიჯავაძე

 

myquiz