სახლები კარის გარეშე - სოფელი, რომელიც ყოველდღიურად 40 ათას მნახველს იზიდავს | Allnews.Ge

სახლები კარის გარეშე - სოფელი, რომელიც ყოველდღიურად 40 ათას მნახველს იზიდავს

სოფელი, სადაც სახლებს შესასვლელი კარებები არ აქვს, მოსახლეობის ქონებასა და ძვირფას ნივთებს კი, მათი რწმენის თანახმად, ღვთაება შანი იცავს.

ეს ინდოეთში მაჰარაშტრას შტატში მდებარე სოფელ შანი შინგნაპურის ისტორიაა.

ლეგენდის თანახმად, 300 წლის წინ, ძლიერი წყალდიდობების შემდეგ მდინარე პანასნალას ნაპირზე დიდი შავი ქვა გამოირიყა.

როდესაც მოსახლეობამ ქვას ჯოხი მიადო, იქიდან სისხლი წამოვიდა, ღამით ღვთაება შანი სოფლის მეთაურს დაესიზმრა და განუცხადა, რომ ეს ქვა მისი კერპი იყო, რომელიც ღია ადგილას უნდა დაედგათ, ის კი მთელ სოფელს უბედურებისგან დაიცავდა.

შანი შინგნაპურის მაცხოვრებლებმა დიდი შავი ქვა სოფლის ცენტრში მოედანზე მოათავსეს, საცხოვრებელი სახლის კარები კი მოხსნეს, რათა ღვთაებას მათი ოჯახები უკეთ დაეცვა.

აღნიშნული ტრადიცია თაობების განმავლობაში შენარჩუნდა, ის ახლადაშენებულ შენობებშიც გრძელდება. სწორედ ამიტომ, სოფელში მდებარე პოლიციის სამმართველოს შენობას, რომელიც 2015 წელს აშენდა და ამ დრომდე არც ერთი საჩივარი არ მიუღია. ცენტრალური კარი მოხსნილი აქვს, "გაერთიანებულ კომერციულ ბანკს" კი გამჭირვალე კარი აქვს დამონტაჟებული.

მოსახლეობას სჯერა, რომ იმ პირს, რომელიც სხვის კუთვნილ ნივთებს შეეხება, ღვთის წყევლა და სასჯელი არ აცდება.

სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრიმინალის დაბალი დონე სასწაულით კი არა სოფლის განკერძოებული მდებარეობით არის განპირობბული.

ამის მიუხედავად, სოფელი ყოველდღიურად 40 ათას მნახველს იღებს, მოსახლეობა კი იმედოვნებს, რომ ტრადიცია კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

 

 

myquiz