800-მეტრიანი კიბე კლდეზე, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღე გადიან | Allnews.Ge

800-მეტრიანი კიბე კლდეზე, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღე გადიან

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარე პატარა სოფელი ატულეერი გარე სამყაროსთან კლდეზე აგებული 762 მეტრის სიგრძის ბამბუკის კიბით არის დაკავშირებული.

სწორედ ამ კიბის გავლა უწევს ყოველდღიურად 20-მდე მოსწავლეს სკოლაში მისასვლელად. ბამბუკის კიბეს სოფლის 72 ოჯახი იყენებს.

კიბეზე ამავალი 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ფოტოები ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება. ამიტომაც ადგილობრივმა პრეფექტურამ გადაწყვიტა ბამბუკის კიბის ადგილას რკინის კიბე ააშენოს, რათა მცირეწლოვნებმა სკოლამდე შედარებით უსაფრთხოდ იმგზავრონ მანამ, ვიდრე ამ პრობლემის მოგვარებას სხვა გზით მოახერხებენ.

მიუვალ სოფელში ის (Yi) ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ისინი თავს ძირითადად კარტოფილის, კაკლისა და წიწაკის მოყვანით ირჩენენ. მოსავალს ადგილობრივები ქალაქში ყიდიან. პროდუქციის ბაზარში ჩატანა კი სწორედ აღნიშნული კიბით უწევთ. მოსახლეობა გზის გაყვანას ითხოვს, თუმცა, მთავრობის განცხადებით, გზის გაყვანა გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლამდე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

 

myquiz