ჩინეთის შემზარავი "მოჩვენებათა ქალაქები", სადაც არავინ ცხოვრობს | Allnews.Ge

ჩინეთის შემზარავი "მოჩვენებათა ქალაქები", სადაც არავინ ცხოვრობს

ჩინეთში საცხოვრებლად სრულად მოწყობილი ასობით ქალაქია, სადაც ცხოვრებისთვის გათვალისწინებული ყველა მოთხოვნაა დაკმაყოფილებული, დაწყებული ცათამბჯენებით, დასრულებული სანაპირო ინფრასტრუქტურით.

თუმცა, ამ ქალაქებს აკლია მთავარი - ადამიანი.

ეს ჩინეთის მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელიც 2026 წლის ბოლომდე, გარეუბნებსა და სოფლებში მცხოვრები 250 მილიონი ადამიანის ახალაშენებულ ქალაქებში გადმოყვანას ითვალისწინებს.

"მოჩვენებათა ქალაქებით" შთაგონებული ფოტოგრაფი კაი კემერერი ჩინეთს რამდენიმე წლის წინ ესტუმრა.

მისი ალბომი "არ დაბადებული ქალაქები" ურბანული განვითარების სრულიად ახალ მიმართულებას ასახავს.

ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, სადაც ჯერ პატარა ქალაქები ჩნდება, ხოლო შემდგომში ინდუსტრიული განვითარების შესაბამისად იზრდება, ჩინეთში ახალი ქალაქები მოსახლეობის გარეშე აშენდა.

myquiz