პილოტების ნახევარზე მეტს ფრენის დროს დასძინებია | Allnews.Ge

პილოტების ნახევარზე მეტს ფრენის დროს დასძინებია

მფრინავებისთვის კაბინაში ძილი იშვიათობა არ არის. ყატარის ავიარეისები დუბაისა და ოკლენდს შორის 14 ათას 500 კილომეტრს 17 საათსა და 30 წუთში ფარავს, რაც ერთი მფრინავისთვის მუშაობის დასაშვებ დროის მაქსიმუმს 3-საათნახევრით აღემატება.

ავიალაინერის კაბინაში ხშირ შემთხვევაში ორი პილოტი იმყოფება - ერთი მათგანი უშუალოდ პასუხისმგებელია თვითმფრინავის მართვაზე, მეორე კი ძირითადად მოწყობილობებსა და ფრენის პარამეტრებს ადევნებს თვალს.

იმ დროს როდესაც ერთი პილოტი ისვენებს, მუშაობას მეორე აგრძელებს. დასვენების საათები სადისპეტჩეროსთან შეთანხმებული არ არის. მფრინავს შეუძლია მცირე დროით მჯდომარემ დაიძინოს.

ხანგრძლივი მგზავრობისთვის გათვალისწინებულ ავიალაინერებს, ეკიპაჟის წევრებისთვის საგანგებოდ მოწყობილი მოსასვენებელი ოთახიც აქვს, თუმცა ამ დროს ბორტზე სულ მცირე სამი მფრინავი უნდა იმყოფებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მფრინავებს ფრენის დროს საჭირო კომფორტი შექმნილი აქვთ, არის შემთხვევები, როდესაც პილოტებს კაბინაში ეძინებათ. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი შემთხვევები არც ისე ცოტაა.

რამდენიმე წლის წინ "ბიბისის" მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მფრინავების ნახევარზე მეტმა აღიარა, რომ სამუშაო საათებში დასძინებიათ. 29 პროცენტმა განაცხადა, რომ გაუღვიძია და აღმოუჩენია, რომ ეკიპაჟის მეორე წევრსაც სძინებია, მაშინ დროსაც თვითმფრინავი მართვის ავტომატური რეჟიმით მიფრინავდა.

myquiz