იცოდით, რომ 2008 წლამდე კუბელებს მობილურის ქონის უფლება არ ჰქონდათ? - 16 ფაქტი კუბაზე | Allnews.Ge

იცოდით, რომ 2008 წლამდე კუბელებს მობილურის ქონის უფლება არ ჰქონდათ? - 16 ფაქტი კუბაზე

1492 წელს კუბის კუნძულს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა.

კუბა ესპანეთის ტერიტორიად 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე მიიჩნეოდა, 1902 წელს ქვეყანამ ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1953-1959 წლებში მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა დაამხო. რევოლუციის შემდეგ ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა.

კუბა კვლავაც ერთგულობს სოციალიზმის პრინციპებს.

წარმოების მესაკუთრე და მმართველი არის მთავრობა, მუშახელის უმეტესობა კი სახელმწიფოს მიერაა დასაქმებული.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს კუბის შესახებ:

1. კუბაში წიგნიერების კოეფიციენტი 99.8%-ს შეადგენს.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78,3 წელია.

3. 2008 წლის მონაცემებით, სასჯელმისჯილი ჟურნალისტების რაოდენობით კუბა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ მეორეა.

4. კუბაში ბალერინები ვარსკვლავებად ითვლებიან და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ მათი ხელფასი ბევრად აღემატება ექიმის ხელფასს.

5. ინტერნეტზე წვდომა კუბელების მხოლოდ 5%-ს აქვს.

6. ქვეყანაში აკრძალულია სურათის გადაღება სამხედრო პირისთვის, პოლიციისა ან აეროპორტის თანამშრომლისთვის.

7. ფიდელ კასტროს ლეგენდარული წვერის მოშვების მიზეზი, აშშ-ის მიერ საპარს მოწყობილობაზე დაწესებული ემბარგოა.

8. ერნესტ ჰემინგუეიმ ნაწარმოებები - "მოხუცი და ზღვა" და "ვისთვის რეკავს ზარი" სწორედ კუბაში ცხოვრების დროს დაწერა.

9. 1997 წლამდე შობა ოფიციალურ დღესასწაულად არ ითვლებოდა.

10. 2008 წლამდე კუბელებს საკუთარი მობილური ტელეფონის ქონის უფლება არ ჰქონდათ.

11. კუბა ტროპიკული ქვეყანაა, თუმცა, 1857 წლის 12 მარტს თოვლი წამოვიდა.

12. 1964 წელს ფიდელ კასტრომ ქვეყენაში Beatles-ის მუსიკა აკრძალა. თუმცა, რამდენიმე დეკადის შემდეგ იგი ჯონ ლენონის ბრინჯაოს ქანდაკების გახსნას დაესწრო ჰავანის პარკში, რომელსაც შემდეგ ლენონის პარკი ეწოდა. გარდა ამისა, კასტრომ პარალელები გაავლო ლენონსა და საკუთარ თავს შორის და აღნიშნა, რომ ლენონი მასსავით მეოცნებე იყო.

13. ქვეყანაში ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში.

14. 2005 წლის ბოლოს საშუალო ხელფასი თვეში იყო 334 პესო (დაახლოებით 16,70$), ხოლო პენსია დაახლოებით 9 დოლარის ექვივალენტი.

15. ქვეყნის ძირითადი საექსპორტო საქონელი შაქარი, ნიკელი, თამბაქო, ციტრუსები და ყავაა.

16. კუბაში ყველაზე პოპულარული თამაშია ბეისბოლი.

საინტერესო ფაქტები ისლანდიაზე

საინტერესო ფაქტები შვეიცარიაზე

საინტერესო ფაქტები იაპონიის შესახებ

myquiz