ჰონგ-კონგი: მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალური ქალაქი | Allnews.Ge

ჰონგ-კონგი: მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალური ქალაქი

ჰონგ-კონგი ქალაქ-სახელმწიფო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.

იგი ცნობილია ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით.

მისი ტერიტორიის ფართობი 1104 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 7 მილიონ კაცზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა.

ჰონგ-კონგი გლობალური ქალაქია. ის ერთ-ერთი ალფა+ ქალაქია და ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ, მსოფლიოში მესამე წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.

ამ ქალაქ-სახელმწიფოს წამყვანი კაპიტალისტური პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკა აქვს, რომელიც დაბალი გადასახადებითა და თავისუფალი ვაჭრობით ხასიათდება.

ჰონგ-კონგური დოლარი მსოფლიოს რვა ყველაზე გამოყენებად ვალუტას შორისაა.

ტერიტორიის უკმარისობამ მაღალ შენობებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც იგი მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალურ ქალაქად აქცია.

ჰონგ-კონგს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, მაგრამ ამავე დროს, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავლების უთანასწორობა.

ტერიტორიის სიმცირემ, ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალგანვითარებული სისტემის შექმნას, რომლითაც მოსახლეობის 90% სარგებლობს და ეს მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წელს, ჰონგ-კონგში მსოფლიოში სიცოხლის ხანგრძლოვობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა ჰაერის დაბინძურება და სმოგი მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

 

რატომ უწოდებენ სინგაპურს თანამედროვე უტოპიას და კარგია თუ არა იქ ცხოვრება

როგორ შეიცვალა ჩინეთი უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში

myquiz