უფასო სახლი ალპებში 2500 მეტრ სიმაღლეზე | Allnews.Ge

უფასო სახლი ალპებში 2500 მეტრ სიმაღლეზე

პატარა ქოხი შესანიშნავი ხედით, რომელიც ალპებს გადაჰყურებს, ყოველთვის მოუთმენლად ელის სტუმარს. აქ ღამის გათენება სრულიად უფასოა. მაგრამ ამ ქოხამდე მიღწევა რთულია, ვინაიდან მწვერვალი, სადაც ის მდებარეობს, 2,5 ათას მეტრ სიმაღლეზეა.

პატარა ქოხი ალპინისტის, ლუკა ვუერიჩის ოჯახის შეკვეთით 2012 წლის სექტემბერში აშენდა. სიმაღლის გამო, რადგან აქ არ არის გზა, ყველა სამშენებლო მასალა ადგილამდე ვერტმფრენით მიიტანეს. ამისთვის ვერტმფრენს 18 გზის გაკეთება მოუწია.

12 პროფესიონალი მშენებლისგან შემდგარმა ჯგუფმა, ასევე რამდენიმე მაშველმა და ლუკას მეგობრებმა ეს პატარა სახლი ერთ დღეში ააშენეს. ქოხის საერთო ფართი 16 კვადრატული მეტრია.

კონსტრუქცია შეიმუშავა არქიტექტორმა ჯოვანი პესამოსკამ. დახრილი კედლები და სახურავი, სახლს თოვლის ნადებისგან იცავს. მზის სხივები კი თოვლის სწრაფ დნობას უწყობს ხელს.

ალპებში, ცოტა უფრო დაბლა, მრავლადაა მსგავსი ტიპის პატარა სახლები, თუმცა, იქ თქვენ ღამის გათენებაში ფულის გადახდა მოგიწევთ.

myquiz