უპილოტო ავტობუსები მგზავრებს უკვე მაისიდან მოემსახურებიან | Allnews.Ge

უპილოტო ავტობუსები მგზავრებს უკვე მაისიდან მოემსახურებიან

ჰოლანდიაში, პირველი ავტომატიზირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკვე 2016 წლის მაისიდან მოემსახურება. თავდაპირველად, პროექტი ორ ქალაქში, ვაგენინგენსა და ედეში განხორციელდება. როგორც ცნობილია, უპილოტო ავტობუსები მოსახლეობას ადგილობრივი უნივერსიტეტის ტერიტორიამდე მოემსახურება.

პროექტის ხელმძღვანელების თქმით, ავტობუსებს 40 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლიათ, თუმცა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მათი სიჩქარე 25 კმ/სთ-მდეა შემცირებული.

myquiz