ციმბირიდან ავსტრალიამდე - ქალი, რომელმაც 16 000 კილომეტრი იარა | Allnews.Ge

ციმბირიდან ავსტრალიამდე - ქალი, რომელმაც 16 000 კილომეტრი იარა

სარა მარკისმა სამი წელი, ანუ ათასი დღე იარა, ორი კონტინენტი და ექვსი ქვეყანა შემოიარა და რვა წყვილი ფეხსაცმელი გაცვითა. რატომ გააკეთა ეს ყველაფერი?

"ეს ჩემი ოცნება იყო. მინდა ბუნების მესმოდეს" - ამბობს 41 წლის მარკისი, რომელიც შვეიცარიაში, პატარა სოფელში დაიბადა. 8 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და გამოქვაბულში გაატარა ერთი ღამე.

"თავგადასავლის მაძიებლად იბადებიან" - განმარტავს სარა.

ასაკის მატებასთან ერთად მისი თავგადასავლების მასშტაბიც მატულობდა. წლების მანძილზე მან ილაშქრა ახალ ზელანდიაში, გადაკვეთა ამერიკის შეერთებული შტატები, იარა 14 000 კილომეტრი ავსტრალიაში და ანდებში. 2010 წელს კი მისი დიდი მოგზაურობა დაიწყო. მან სამწლიანი მოგზაურობის დროს სერბეთიდან გობის უდაბნოს, ჩინეთის, ლაოსის და ტაილანდის ლანდშაფტები მოიარა. შემდეგ მან მთელი ავსტრალიის კონტინენტი ფეხით მოიარა.

საკვების მოპოვება ერთ-ერთი მთავარი სირთულე იყო მარკისის მოგზაურობაში. მას ასევე გონებრივი აქტიურობა უნდა შეენარჩუნებინა და მოფრთხილებოდა სხეულს.

"ერთხელ გობის უდაბნოში კარავში ვიყავი დილის ხუთ საათზე და ჩემი კარვის სიახლოვეს ხუთი მგელი გამოჩნდა. ამან ჩემში შიში კი არ გამოიწვია, არამედ ის მაფიქრებინა, რომ ბუნებას ადამიანების გარეშეც შეუძლია ცხოვრება" - ამბობს მარკისი.

სამწლიაინ მოგზაურობის დროს ცხოველებს საფრთხე მისთვის არ შეუქმნიათ. თუმცა, მას ლაოსის ჯუნგლებში შეიარაღებული ნარკოვაჭრები დაესხნენ თავს.

"ვნატრობდი მამაკაცების კუნთოვანი სხეული და თმა მქონოდა. ზოგ ქვეყნებში, სადაც ქალების უფლებებს ძალიან ლახავენ, მალვით მიწევდა სიარული. ჩინეთის ზოგ რეგიონში მაგალითად, ნებისმიერი ქალი, რომელიც მარტოა მეძავად ითვლება. პლანეტაზე ბევრი მოგზაური ქალია, მე მეამაყება, რომ თავისუფალი ქალი ვარ, რომელსაც შეუძლია იმ სხვა ქალებს მისცეს მაგალითი, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან" - ამბობს მარკისი.

myquiz